სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსა და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და ტელევიზიის შენობასთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდგომ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანახმაა, რომ პარიტეტულ პრინციპებზე ყოველდღე ეთერი დაუთმოს საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს.

ჭანტურიას თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ „კრიზისი არსებობს“.

რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ის 22:00 საათზე დაიწყება და საზოგადოების მხრიდან მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებს.

„ჩვენი მოთხოვნა - არხის მენეჯმენტის და ბორდის ხელმძღვანელის გადადგომა, ეს კვლავ მოთხოვნად რჩება, რადგან ვერ შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ ეთერში პარიტეტულ პრინციპებზე მონაწილეობას საინიციატივო ჯგუფისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი ადამიანი. არ გაიმართება დებატები. ცალკე ჩვენი, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ცალკე მათ ვინც სურთ. ჩვენგან გამოიყოფა საკონტაქტო პირი, რომელიც ეტყვის მათ [არხის ადმინისტრაციას] ვინ მიიღებს საზოგადოების მხრიდან მონაწილეობას [გადაცემაში]. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კრიზისი არსებობს. დღეს ორი ადამიანი შევა, მაგრამ ვინ იქნება ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. საზოგადოება ამაზე თანახმაა“,- განაცხადა განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში