ვოლოდიმირ ზელენსკი - ასადის რეჟიმი დაეცა, რატომ? - იქ საკმარისი რაოდენობის რუსი ჯარისკაცები არ არიან - თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი სირიაში, აფრიკასა და ბევრ სხვა რეგიონში დაბრუნდება

თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი სირიაში, აფრიკასა და ბევრ სხვა რეგიონში დაბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კრისტენ მიხალთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ასადის რეჟიმი დაეცა. რატომ? იმიტომ, რომ იქ საკმარისი რაოდენობის რუსი ჯარისკაცები არ არიან. რატომ? იმიტომ, რომ მთელი რუსეთის არმია ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ფსევდოიმპერიის მთელი არმია ახლა ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა უკრაინაში თითქმის 800 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი სირიაში შურისძიების მიზნით დაბრუნდება, ასევე, აფრიკასა და ბევრ სხვა რეგიონში დაბრუნდება“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს