არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ხელვაჩაურში ოთხი პირი მოკლეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლულია ოთხი პირი.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან.

ადგილობრივების ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები ხელვაჩაურში ქირით ცხოვრობდნენ.

“ხელვაჩაურში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ფაქტი მოხდა, საერთო ბიზნესი და წილები ვერ გაიყვეს უთანხმოება მოუვიდათ, ბიზნესის გამო, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა მკვლელობა”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ცნობებით, მომხდართან დაკავშირებით არის დაკავებულიც.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ