ჯო უილსონი - ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა - არ შეგვიძლია გვერდით გავდგეთ და დავუშვათ, რომ  საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს

ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს „დიქტატურის ხელში“ მოქცევა არ უნდა იქნას დაშვებული.

„საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებას აგრძელებს. ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. არ შეგვიძლია გვერდით გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს“, - წერს ჯო უილსონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები