მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს - ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების თაობაზეც

მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ნადარაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

როგორც პარტია "ახალის" პრესსამსახურის მირანდა ბაღათურიას მიერ გავრცელებულ ვიდეოში, თვითმხილველები აცხადებენ, მისი დაკავება კრიმინალური პოლიციის მხრიდან "უსაფუძვლოდ მოხდა". მანამდე მას "ზედაპირული ჩხრეკა" ჩაუტარეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ჯგუფ "დაიტოვეში" ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების თაობაზეც, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ შორის "სტამბას" მიმდებარედ, კოსტავას ქუჩაზე, სულ მცირე 2 პირი დააკავეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე დგანან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდინარეობს მოქალაქეების ჩხრეკა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაახლოებით 2:00 საათზე დასრულდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა