საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბოლო 3 საათში არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ შევიდა შეტყობინება

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების და ჩხრეკის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს დადგენა, სად გადაიყვანეს დაკავებულები, რომელთა შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.

"თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება.

ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, 1 - სისხლით არის დაკავებული.

ვცდილობთ გაგებას სად გადაიყვანეს", - წერს ნონა ქურდოვანიძე "ფეისბუქზე".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა