ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი - პატრულმა რომ გამაჩერა, ძალის გამოყენებით მოხდა პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით ჩემი დაწვენა - პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება

პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა კითხვით მიმართა, ჰქონდა თუ არა მის მიმართ დაკავების მომენტში, ან შემდეგ უფლებების დარღვევას, წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.

ახობაძემ განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„დაკავების შემდეგ, არც ადვოკატთან და არც ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება არ მქონია, ვერ შევატყობინე, რომ დაკავებული ვიყავი.

პატრულმა რომ გამაჩერა, ძალის გამოყენებით მოხდა პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დაწვენა. პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება“,- განაცხადა ახობაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს