პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში არსებობდა დათქმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, რამაც საკმაოდ ეფექტურად იმუშავა.

მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფების ეფექტურობიდან გამომდინარე, გამოდის ინიციატივით ამ მოწვევის პარლამენტის მრავალფეროვნებისთვის, რეგლამენტში იმავე დათქმა იყოს ჩაწერილი.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ძირითად პოლიტიკურ პრინციპებზე ისაუბრა.

„წარმოგიდგენთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს. შეგახსენებთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში რეგლამენტში არსებობდა დათქმა, რომ პარლამენტში, იმ შემთხვევაში თუ დატოვებდნენ პარტიას, რომლითაც შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, შეეძლოთ შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფები. ამ დათქმამ იმუშავა საკმაოდ კარგად და ამ პოლიტიკური ჯგუფების მუშაობა ეფექტური იყო. შესაბამისად, გთავაზობთ ამ მოწვევის ფარგლებშიც, რეგლამენტში იყოს შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები დატოვებენ ამ პარტიას და იქნება პარლამენტის არანაკლებ შვიდი წევრისა, შეეძლოთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტი არის როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკური ორგანო და შესაბამისად, მეტი მოქნილობისთვის იქნება პოლიტიკური ჯგუფები.

ახლა პოლიტიკური პრინციპების დონეზე მოგახსენებთ. პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე როგორც ფრაქციას, ეყოლება ხელმძღვანელი, მოადგილე. 7 წევრზე მეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, რომ მეტი მოადგილე ჰყავდეს თავმჯდომარეს. პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ყველა იმ ფუნქციით, რა ფუნქციაც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციაში არსებული დათქმებისა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში არის მხოლოდ ფრაქციები.

ეს არის ძირითადი პრინციპები, რაც პირველი მოსმენის ფარგლებში მინდა რომ შემოგთავაზოთ,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები