ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება

აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებულის საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების პროგრამები ხარისხობრივად უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა