ანა ნაცვლიშვილი - სისტემა კრიზისში შევიდა - მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომელიც ხელს იმ უკანონობას და ძალადობას მოაწერს, რასაც ხელისუფლებად წოდებული, უკანონო და თვითმარქვია რეჟიმი მათ აიძულებს

სისტემა კრიზისში შევიდა. მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომლის ხელს იმ უკანონობას და ძალადობას მოაწერს, რასაც ხელისუფლებად წოდებული, უკანონო და თვითმარქვია რეჟიმი ამ ადამიანებს აიძულებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებების რეფორმის შემდეგ, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება, მოძალადე პოლიციელების ადგილი აღარ იქნება და ძალოვანი სისტემა კანონისა და უფლებების დამცავ პოლიციელებს დაეყრდნობა.

„არალეგიტიმურმა, თვითმარქვია და ძალადობრივმა რეჟიმმა ცვლილებების შეტანა დააანონსა, რომლის საფუძველზეც საქართველოში პოლიციელი არა კონკურსის საშუალებით, შესაბამისი კვალიფიკაციის შემოწმების, სათანადო პროცედურების გატარების შემდეგ კი არ დაინიშნება, არამედ ერთპიროვნულად მინისტრის მიერ. ეს ის მინისტრია, რომელიც 12 დღეა დამალულია, როცა მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი უწყება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მასობრივ ტერორს, ძალადობასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეშ დარღვევას აწარმოებს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სისტემა კრიზისში შევიდა. მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომლის ხელს იმ უკანონობას და ძალადობას მოაწერს, რასაც ხელისუფლებად წოდებული, უკანონო და თვითმარქვია რეჟიმი ამ ადამიანებს აიძულებს.

სისტემის კრიზისში შესვლა, საქართველოს მოქალაქეების პრინციპულმა, სამართლიანმა პროტესტმა აიძულა, კონსტიტუციური გადატრიალების წინააღმდეგ, რომელიც რუსი ოლიგარქისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელდა. ეს არის კარგი. ეს ნიშნავს, რომ სისტემის კრიზისი, სისტემის სრული ჩამოშლით, ახალი არჩევნებით, ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება. ასევე ძალოვან უწყებებში რეალური ცვლილებით, რაც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის პოლიციელები კანონთან ასოცირდებოდეს და არა უკანონობასთან, უფლებების დაცვასთან ასოცირდებოდეს და არა ძალადობასთან და რეპრესიებთან.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, ვისაც დღეს მუნდირი აცვია - ნუ წახვალთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ და უკანონო მითითებებს ნუ დაემორჩილებით, რომელსაც გაძლევენ! თქვენ იცით რა არის თქვენი საქმე - თქვენი საქმეა კანონის დაცვა და არა უკანონო ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება.

ახალ რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ყველა იმ ადამიანს დაეყრდნობა, ვისთვისაც პოლიციელის მუნდირი და სტატუსი, კანონისა და უფლებების დაცვას ნიშნავს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა