ნინო წილოსანი - ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია

ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტობა პატივი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის ცხოვრებაში ეს ძალიან მძიმე ლაქად იქცა.

„კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 14 დეკემბერს, საქართველოში აირჩევა ახალი პრეზიდენტი. „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს თავისი კანდიდატურა და რა თქმა უნდა, აქვს მას უმრავლესობის მხარდაჭერა. ისტორიულადაც გვინახავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გონიდან გადასული პერსონები. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ასეთ ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება. გარდა იმ მავნებლობისა, რომელსაც მისი მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვხედავთ, ახლა ვხედავთ, როგორ ცდილობს მოებღაუჭოს თავის სკამს, თუმცა 29 დეკემბერს, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება, მას მოუწევს რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია, რომელიც უნდა ყოფილიყო მისთვის პატივი და რომელიც იქცა ნამდვილად ძალიან მძიმე ლაქად მის ცხოვრებაში“, - განაცხადა წილოსანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს