ომბუდსმენი - შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები - დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული

ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეების გამოუძიებლობა დაუშვებელია.

„დაუშვებელია, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდამრღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი

კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ჟურნალისტების როლს ამ ყველაფერში, ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი. გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო. მათ შეძლონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები, ისე როგორც თვლიან საჭიროდ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ის რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და უსასტიკესი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე, ადამიანებმა, ფიზიკურმა პირებმა, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა იოსელიანმა.

მან ასევე ისაუბრა, არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე.

„კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელმაც საზოგადოების ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს. ეს შემთხვევა უნდა იქნეს, ალბათ, პირველ რიგში გამოძიებული და დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ისინი უნდა წარდგნენ კანონის და სამართლის წინაშე. ეს არის ის გადაუდებელი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ძალიან მძიმე პირობებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს, აქციის მონაწილეებს არ დაუშვან რაიმე ტიპის ხელშეშლა ჟურნალისტების საქმიანობაზე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მოვლენები გააშუქონ ისე, როგორც ამას თვითონ თვლიან საჭიროდ, უსაფრთხო გარემოში“-განაცხადა იოსელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები