The Guardian - ბრაზილიის პრეზიდენტს თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა თავის ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საავადმყოფოში ორშაბათს ღამით თავის ტკივილით გადაიყვანეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.

სან პაულოს საავადმყოფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.

მედიკოსები ქალასშიდა სისხლჩაქცევას ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ, როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტი ალვორადას სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, შხაპის მიღებისას დაეცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები