პრეზიდენტი - ეს დღე  საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება.

„ეს დღე ითვლება როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ეს დღე საქართველოს ისტორიაში. ყველანი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც საქართველოს ისტორიაში უთუოდ შევლენ. ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს დაივიწყებს. რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ. დღეს არათუ ირღვევა, არამედ ფეხქვეშ ითელება უფლებები: მშვიდობიანი აქციის ჩატარება; ცრემლსადენი გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ; ქიმიური ნივთიერების გამოყენება მათ მიმართ; სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც არ ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს; გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს; სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი როგორც დაკავების დროს, და რაც ნიშანდობლივია, დაკავების შემდგომ პერიოდში... ეს ყველგან დაგმობილია. სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა „წამება“, ესეც შევა ისტორიაში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები