პრეზიდენტი - ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ - ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში შეძლონ ადამიანების დატერორება

რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს - ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ - ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა იმ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს.

„რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს. ერთი მხრივ არის კანონი [ინიციატივა] ნიღბების ტარების აკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ უფლება, თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან. სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ ეს ნიღბები ატარონ. ან ვალდებულება, როგორც მსოფლიო სტანდარტებითაა მიღებული, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნები ატარონ. ეს ყველაფერი არაა გათვალისწინებული ინიციატივაში.

ასევე, მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში, რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი გაშვება სამსახურიდან. ყველამ ვიცით, როგორი რთულია საჯარო სექტორში რეორგანიზაცია და ის, რომ შეგეძლოს ადამიანის გაშვება ლეგალურად. ამ ყველაფერს თავის თავზე ირგებენ და ამარტივებენ, რომ ხვალ და ზეგ მარტივად გაუშვან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიიღებენ კანონს, რომლითაც შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები