გურამ მაჭარაშვილი - გინახავთ მიტინგების დაშლის ამერიკული და ევროპული სტანდარტები? რომელი უფრო პროპორციულია - საქართველოში თუ ევროპაში?

თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ვიდეოს და სურათს, სადაც საქართველოში მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ არა თუ დაარბია, არამედ აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა - თქვენ გინახავთ ამერიკული და ევროპული სტანდარტები მიტინგების დაშლის? რომელი უფრო პროპორციულია - საქართველოში, თუ ევროპაში? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეების მიერ „შტურმის დაწყების შემდეგ რეაგირებენ სამართალდამცველები“.

„თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ვიდეოს და სურათს, სადაც საქართველოში მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ არა თუ დაარბია, არამედ აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა. თქვენ მსგავს მაგალითს ვერ მომიყვანთ, მაგრამ როგორც კი აქციის მონაწილეების მხრიდან ცეცხლი გახსნა ხდება, თქვენ რას მეუბნებით სახელმწიფო დაჯდეს და დაელოდოს რამდენიმე ასეული უცხოეთიდან დაფინანსებული ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა როდის აიღებს პარლამენტს შტურმით? ან როდის დაანგრევს და დააზიანებს პოლიციას? შესაბამისად, თუ საუბარია იმაზე, რომ პროპორციული ძალა უნდა იყო გამოყენებული, რა თქმა უნდა, პროპორციული ძალაა გამოყენებული. ყველა პირდაპირ ეთერში ხედავდა, რომ როდესაც [ისინი] შტურმს იწყებენ, ჯერ მოწოდებებია დაშლასთან დაკავშირებით, მერე წყლის ჭავლის [გამოყენება ხდება], რომელიც არის ყველაზე პროპორციული ძალა. ამის მიუხედავად კიდევ შტურმს, რომ აგრძელებ და პრაქტიკულად, იარაღის მსგავსად პიროტექნიკას პოლიციელებს ესვრი და მიზანი გაქვს, რომ დააზიანო, რა თქმა უნდა, აქაც მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოგაქცევს.

რაც შეეხება კონკრეტულ არაპროპორციულ ძალას, თუ კი ასეთი გამონაკლისები იყო, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, რომ ეს გამოძიება, აბსოლუტურად ობიექტური იქნება.

თქვენ გინახავთ ამერიკული და ევროპული სტანდარტები მიტინგების დაშლის? რომელი უფრო პროპორციულია საქართველოში, თუ ევროპაში? ევროპული სტანდარტი არის, რომ საფრანგეთში მომიტინგეების დასარბევად ძაღლები მიუშვეს. მაგალითად: აშშ-ში ადამიანები ოთახებში რომ იმალებოდნენ, იქ შეიჭრნენ და იქ დააზიანეს. ეს არის ამერიკული სტანდარტი. საქართველოში ასეთი რამ მომხდარა? ამიტომ ჯერ წაიკითხეთ, გადახედეთ, როგორ ხდება აშშ-ში და ევროპაში მომიტინგეების დარბევა, მერე ნახეთ საქართველოში და ამის შემდეგ ჰქონდეთ პრეტენზიები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს