იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან.

„პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება აირჩევა - საკრებულოს 4 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია - აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.

განსხვავებულად დაკომპლექტდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძოდ, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, წარდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში აღდგენილი იქნება 2017 წლის მდგომარეობით არსებული დებულებები.

„ცვლილებების მიზანია იმ რეალობის აღდგენა, რაც მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ მათ ჰყავთ წარმომადგენელი ადგილობრივ თვითმმართველობაში ისე, რომ მათი ინტერესები და მათი ხმა მაქსიმალურად გაგონილია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ორგანული კანონის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ანზორ ბოლქვაძე, ზვიად შალამბერიძე, ვლადიმერ ბოჟაძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!