აქციებზე პიროტექნიკასთან ერთად  ლაზერული გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენებაც აიკრძალება, ნიღბის ტარების უფლება კი, ექიმებსა და ჟურნალისტებს შესაძლოა ჰქონდეთ

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება.

ამასთან, ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე გავრცელდეს და საპროტესტო აქციების დროს ექიმებსა და ჟურნალისტებს ნიღბის ტარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენისას გადამუშავდა. ცვლილებების პროექტი პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შესთავაზა.

„ლაზერული და მკვეთრი გამოსახულების მქონე საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ამას შეიძლება პროვოკაციული ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც მოქალაქე აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მიდის, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ პროტესტი საჯაროდ გამოხატოს. როდესაც სახის დაფარვა ხდება, მით უფრო მასობრივად, არის პოტენციალი იმისა, რომ ამას ძალადობრივი მიზნები გააჩნდეს, ამის რისკები იზრდება. სახის დაფარვა აკრძალულია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში“, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტში ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის კორექტირება შესთავაზა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.

ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში