იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში.

კერძოდ, შემუშავდება საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის გაძლიერების, პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების მიზნით.

„საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია ცვლილებების შეტანა პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მარეგულირებელ დანაწესსა და საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის კანონით დადგენილ წესში.

„საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელეთა მობილობის არსებული პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ შტატების შემცირების შედეგად მოხელეების მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა, ფაქტობრივად, არ ხდება. შესაბამისად, მოხელეები ირიცხებიან რეზერვში ან ხდება მათი ე.წ. შიდა მობილობით იმავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმება, რაც არაერთ ანგარიშსა თუ დისკუსიაში გამხდარა კრიტიკის საფუძველი. ამასთან, საჯარო მოხელეების შიდა მობილობით გადაყვანის პრაქტიკა საჭიროებს სამართლიან და ობიექტურ საკანონმდებლო რეგულირებას. სწორედ ამ მიზნით, აუცილებელია რეორგანიზაციის შედეგად მოხელეების შემდგომი თანამდებობების დაკავების მიზნით საკონკურსო პროცედურების იმპერატიულად დაწესება და მათი ადმინისტრირების გამჭვირვალე პროცედურების დადგენა, რასაც სწორედ კონკურსის წესი ჰქვია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ რეორგანიზაცია თავისი არსით განსხვავებული პროცესია ლიკვიდაციის ან საჯარო დაწესებულებათა შერწყმის პროცესისგან.

„რეორგანიზაციის დროს აუცილებელია საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული გამართულობის სწრაფი აღდგენა და ამავდროულად, ახალი გამოწვევების თუ ფუნქციური ტრანსფორმაციის შესაბამისად, ადამიანური რესურსით მყისიერი დაკომპლექტება. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დღეს მოქმედი ნორმებით აღნიშნული პროცესი სამ თვემდე გრძელდება, რაც დამაზიანებელია საჯარო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე ხანგრძლივ სტრესულ მდგომარეობაში აყენებს თავად ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, მობილობის წესების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი ამოღება და ჩანაცვლება გამჭვირვალე საკონკურსო წესებით ამცირებს როგორც დროში პროცესის გაწელვას, ასევე ემსახურება ობიექტური და სამართლიანი შერჩევის მექანიზმის რეორგანიზაციის პროცესში გამოყენებას, რაც საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმირების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

დავით მათიკაშვილმა ასევე ისაუბრა საჯარო მოხელის შეფასების წესის დახვეწის მიზნით მომზადებულ ცვლილებებზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში