საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია - „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სპორტის მინისტრმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გახსნა.

არჩილ გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, ღონისძიების ორგანიზებისთვის კი - სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს. მისი თქმით, საჯარო ლექციის ორგანიზების მიზანია ფილოსოფიური განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე დისკუსია და შემოქმედებითი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

„ღონისძიებას ფრენსის ბეკონის სიტყვებით გავხსნი - „ზერელედ მიწოდებული ფილოსოფია გვაშორებს რელიგიას, სიღრმისეული ფილოსოფია კი გვაბრუნებს მის წიაღში“. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია, განვიხილოთ საზოგადოების, ასევე, პიროვნების ღირსების საკითხი თანამედროვე ფილოსოფიურ, ეთიკურ, სამართლებრივ ჩარჩოში. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ წრეებს, ვინც მხარი დაუჭირა სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ინიციატივას, უნივერსიტეტში ეს აქტუალური თემა განგვეხილა. მადლობა პროფესორ ვანო ჭიაურელს”, - განაცხადა თავის გამოსვლაში არჩილ გურგენიძემ.

პროფესორ ვანო ჭიაურელის საჯარო ლექცია - „ფილოსოფია და საზოგადოება” - დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ, როგორც სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, ასევე, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ახალგაზრდებმა აქტუალურ თემებზე მსგავს ფორმატში შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში