საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიის წევრთა ასარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა.

„საბუთების მიღება 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შესაბამის განყოფილებებში კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ მოხდა მათი შერჩევა. 15 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად. საბუთების მიღება მიმდინარეობდა წესდებით დადგენილ ვადებში 15 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით, კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ, განხორციელდა მათი შერჩევა შესაბამის განყოფილებებში.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების სრული დაცვით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც არჩეულნი იყვნენ აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ახალ წევრებს და სტიპენდიატებს არჩევას და მათ წარმატებას უსურვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში