სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით  - „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით - „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები: „ეროვნული ღირსების” დაცვით ეროვნულ ინტერესებს თელავთ!“, „არა რუსულ დიპლომებს!“

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გაიფიცე“, „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

ამასთან, ისინი განათლების სამინისტროში დასაქმებულებს მოუწოდებენ, რომ უწყებიდან გამოვიდნენ.

სტუდენტების განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შედეგად, ისინი კარგავენ ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მრავალი წელია იღებს, რომლის მეშვეობით ჩვენს განათლებას ხარისხს და ყოფას აზიანებს. ჩვენ ვნახეთ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული დასკვნა, სადაც ეწერა, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს - პოლიტიკური თავისუფლების კრიტერიუმს. ჩვენი დიპლომები არის საფრთხის წინაშე. ჩვენ არ გვინდა რუსული დიპლომები და გვინდა ევროპული დიპლომები, თავისუფალი განათლება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი მარშით შეუერთდებიან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და აქციის მოთხოვნებს. კერძოდ, „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები; დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს; გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო