საქართველოს განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: “სქილვილი” გახდა პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიერაც ონლაინ/დისტანციურად განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ოფიციალურადაა აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
“სქილვილის” კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ისე ევროპული უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტოს (European Association for Higher Education Accreditation, EAHEA) მიერ.
გარდა ამისა, “სქილვილის” სასწავლო პროგრამებს გავლილი აქვს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების - ამერიკული და ესპანური ორგანიზაციების - ვალიდაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ სანდოობას საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
გიორგი მარიამიძე – ნეო უნივერსტიტეტ “სქილვილის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
„სახელმწიფო აკრედიტაცია ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ეს მიღწევა არის აღიარება იმ თავდაუზოგავი შრომისა და ინოვაციების, რომლებიც ჩვენი პლატფორმის შექმნიდან დღემდე განვახორციელეთ. მნიშვნელოვანია, რომ “სქილვილის” სერტიფიკატები ახლა აღიარებულია, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. „სქილვილში“ შეძენილი ცოდნა შესაძლებლობას აძლევს ჩვენ სტუდენტებს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორიცაა “Skillwill Stem School” და სხვა მასშტაბური ინიციატივები, მიზნად ისახავს არა მხოლოდ განათლების თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, არამედ განათლების სფეროში ინოვაციების მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების ახალი შესაძლებლობები, რომელიც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებას მოუტანს.“
“სქილვილის” შეთავაზება ხელმისაწვდომი და უნივერსალური ხასიათისაა, რადგანაც სტუდენტებს თანაბარ საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, ისწავლონ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, იქნება ეს დიდი ქალაქები თუ რეგიონები.
“სქილვილის" მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ვუზრუნველყოფთ კარიერული განვითარების მიმართულებით ჩვენი სტუდენტების სრულფასოვან მხარდაჭერასა და პროფესიულ კონსულტაციებს. ტექნიკურ უნარებთან ერთად, “სქილვილში“ განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება რბილ უნარებს, რაც სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარება.
კონსტანტინე შუბითიძე – ნეო უნივერსტიტეტ “სქილვილის” აკადემიური დირექტორი:
„ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს განათლების ეკოსისტემისთვის. პირველად მოხდა, რომ სრულად ონლაინ რეჟიმში მიღებული განათლება სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც სრულფასოვანი და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. “სქილვილის” სერტიფიკატები, რომლებიც დამტკიცებულია არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ევროპული და საერთაშორისო IT კომპანიების მიერ, სტუდენტებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას დასაქმების კუთხით. ეს სიახლე არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება მსოფლიო განათლების სტანდარტებს.“
,,სქილვილის’’ სამომავლო გეგმები – განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
“სქილვილი” 2025 წელს კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავს და რამდენიმე მიმართულებით გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
“სქილვილის”სამომავლო ინოვაციური გეგმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისიას – ტექნოლოგიებისა და განათლების გაერთიანებით, უზრუნველყოს ქართველი ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარება და საქართველოს, როგორც განათლების ინოვაციების ლიდერ ქვეყნად დამკვიდრება.
(R)