საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იაპონიაში, ოსაკას საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (World Expo 2024 in Osaka, Japan) სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და ვიზიტორებს სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა მიერ განხორციელებული უნიკალური, მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ოსაკას მსოფლიო ექსპოზე, რომელიც თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარებასა და „მწვანე ტრანსფორმაციასთან“ დაკავშირებულ ინოვაციურ გადაწყვეტილებათა წარმოჩენას ეძღვნებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები გამოფენის ორგანიზატორთა სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოსაკას გამოფენაზე წარსდგა უნიკალური კვლევებით, რომლებიც მოიცავს ლაზერულ-პლაზმურ მეთოდზე დაფუძნებული მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიებს, ლაზერულ-ბირთვული სინთეზის (პროტონ-ბორი) მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნას, სპინტრონული და სპინქუბიტური ელემენტების წარმოებასა და ოპტიკური (ლაზერული) სპექტრომეტრიის ვიბრაციულ-რეზონანსული მეთოდების გამოყენება-განვითარებას ბიოსამედიცინო მიმართულებით.

„აღსანიშნავია, რომ ოსაკას მსოფლიო გამოფენაზე, იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღჭურვილი იყო სპეციალური საგამოფენო სივრცით. სამი დღის განმავლობაში, პროფესორ თამარ ბერბერაშვილთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით მეცნიერებს, ექსპერტებს, ბიზნესსექტორისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს, ჩაგვეტარებინა საინტერესო პრეზენტაციები და საუბრები იმ უნიკალური და მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ, რომლებსაც ჩვენს უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი ვახორციელებთ. კერძოდ, ყურადღება გავამახვილეთ ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული პლაზმის მეშვეობით სილიციუმ-გრაფენის და სხვა ნანოსისტემებისა და ნანომოწყობილობების მიღების კონცეფციებსა და ტექნოლოგიებზე. ასევე, დამთვალიერებელს გავაცანით ჩვენ მიერ თანამედროვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით შექმნილი ბიონანოსისტემების კვლევის ლაზერულ-რეზონანსული მეთოდები და ვიბრაციული სპექტროსკოპიის მულტიდისციპლინური დამუშავებები.

სასიხარულოა, რომ ოსაკას ექსპოზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პავილიონის ვიზიტორები დიდი ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივ ინოვაციურ პოტენციალზე, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ იაპონურ-ქართული კონფერენციების ციკლის მოწყობას და გარდა ამისა, იაპონელ კოლეგებთან კოლაბორაციით, ერთობლივი კვლევითი პროექტების შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას“, - ამბობს პაატა კერვალიშვილი.

ცნობისათვის, იაპონიაში, ოსაკას ექსპოზე, მსოფლიო მასშტაბით, წარმოდგენილი იყო 1200-ზე მეტი მოწინავე და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც 20 ათასზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს