ნინო დოლიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების ჩამოსვლა - ისინი გამოხატავენ წუხილს და ადასტურებენ ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების ჩამოსვლა - ისინი გამოხატავენ წუხილს და ადასტურებენ ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მათ მიმდინარე მოვლენებსა და არჩევნებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ საქართველოში, ასეთი დიდი წარმომადგენლობით. ამით ისინი აჩვენებენ, რომ დღეს, როცა ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები. ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო როგორც ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ქვეყანაში, ასევე აქციები და დემონსტრანტების უკანონო დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ის რასაც ვხედავთ, ქუჩაში, ადამიანების გატაცებასა და მათ შორის სახლში მისვლას. ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იყო და მეორე იყო არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც მათ ინფორმაცია ისედაც ჰქონდათ, მაგრამ დამატებით ვისაუბრეთ ყველა იმ ფაქტზე, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. მათ შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტარი თავად იყო აქ არჩევნების დროს და საკუთარი თვალით იხილა რა ხდებოდა. როდესაც ვკითხეთ სჭირდებოდა თუ არა დამატებითი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, თქვეს რომ ასეთი არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კარგად იციან.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ და ისინი გამოხატავენ წუხილს და ადასტურებენ ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო