მარკო მიხელსონი - დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“, - წერს მიხელსონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს