თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილე ექიმმა, პედიატრმა მაია ხერხეულიძემ აღნიშნა, ეს არ არის პარტიული პროტესტი, არამედ პროტესტია იმაზე, რომ ევროპული გზიდან გადახვევის უფლება არავის არ აქვს.

„[ქუჩაში გამომიყვანა] ძალადობამ, რომელსაც ვხედავთ. ის კადრები და ძალადობა, რაც ვნახეთ, აღმაშფოთებელია. ასეთი მოქცევა საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება. არ შეიძლება, რომ ასეთი კადრების ნახვის შემდეგ სახლში იყო და ამას ტელევიზიით უყურო“, - განაცხადა მაია ხერხეულიძემ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 15 დღეა “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო