რასა იუკნევიჩიენე - ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს - უნდა ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სხვაგან ევროკავშირის მიწაზე

ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის „ნაცრისფერი“ სივრცეების გარეშე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელსაც კოლეგებთან ერთად შეუერთდა.

მისი თქმით, ევროპა უნდა ებრძოლოს ადამიანებს, რომლებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.

“ჩვენ ერთად ვართ, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ აქ ვართ, რათა ხალხს ვესაუბროთ და გადავცეთ მესიჯი ევროკავშირში სხვა ინსტიტუტებს, როგორებიცაა ევროკომისია, ევროპული საბჭო, დაიწყონ მოქმედება და თავი არ დაანებონ მათ, ვინც ხალხს არჩევნები მოიპარა, ვინც ქუჩაში ხალხს სცემს, ვინც ძალადობას იყენებს.

ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს. ასე რომ, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის “ნაცრისფერი” სივრცეების გარეშე, რომლებიც რუსეთისთვის გადასაყლაპად არის დარჩენილი.

ქართველი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი დანარჩენი ევროპული კონტინენტისთვისაც იბრძვიან, რათა ჰქონდეთ თავისუფლება ისეთი დიქტატურების გარეშე, როგორიცაა პუტინის რეჟიმი, პირველ რიგში. და უნდა ვებრძოლოთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - იქნება ეს საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.

ასე რომ, ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი იბრძვიან აქ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. და ამ ხალხის მადლობელი ვარ, რომელიც აქ დგას, მე მათ მხარეს ვარ. თქვენ, ქართველი ხალხი, ისტორიის სწორ მხარეს ხართ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა მისი და მისი კოლეგების ინიციატივაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვიონ ევროპარლამენტის შემდეგ სესიაზე, რომლის ჩატარებაც მომდევნო კვირას იგეგმება.

“შვიდმა ჩვენგანმა, ვინც აქ ვართ, უკვე გავაკეთეთ წერილი იმ მოთხოვნით, რომ მომდევნო კვირის დღის წესრიგი გადაიხედოს და იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ. [პასუხი] ჯერ არ მიგვიღია”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში