დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ერთგულ მომხმარებლებს საახალწლოდ დიდ შეთავაზებებს და დაბალ ფასებს სთავაზობს.

ფრანგული ბრენდი, შობა-ახალი წლისთვის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს - საახალწლო საჩუქრებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, საშობაო კალათები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტექსტილი და მრავალი სხვა.

საახალწლო „შოპინგის“ გარდა, კარფური უკვე ტრადიციულად ერთგულ მომხმარებელს ქველმოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობასაც სთავაზობს. „აირჩიე ნატვრა კარფურის ნატვრის ხიდან და აუხდინე საახალწლო სურვილი სოციალურად დაუცველ ბავშვებს“ - კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, რუსთავისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში, მომხმარებლებს, ბავშვების ნატვრებით მორთული საახალწლო ნაძვის ხეები დახვდებათ, სურვილის არჩევა და პატარების გახარებაში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი „შოპინგის“ გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა – „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

„კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო