IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ. ამ დროისთვის ისინი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.

ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ასევე, დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაც არის დაანონსებული.

ცნობისთვის, აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო