ქეთი დოლიძე - ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს - ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც და რაც მთავარია, ხელისუფლება

ადამიანი ასე სასტიკად არ უნდა იყოს დაჯარიმებული, - ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე სასამართლოს მიერ მსახიობ გიორგი ნაკაშიძის სამართალდამრღვევად ცნობას და მის დაჯარიმებას.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ორივე მხრიდან ხდება.

„ძალადობა ორივე მხრიდან ხდება სამწუხაროდ, სამართალდამცავები უფრო უნდა იყვნენ გაფრთხილებული და მათი მხრიდან არ უნდა იყოს ასეთი ძალადობა, საერთოდ არ შეიძლება ასეთი ესკალაცია, დაძაბულობა“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუ ვის პასუხსიმგებლობას ხედავს ის, უპასუხა, რომ ხელოსუფლების.

„პასუხისმგებლობა,გინდათ თუ არ გინდათ, ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. რა თქმა უნდა, უნდა დაეკისროს იმ ადამიანსაც, რომელიც ასე მიდის და იბრძვის.

ეს არეულობა, რომელიც არის ქვეყანაში, არ მგონია მხოლოდ შიგნით საქართველოს პრობლემა იყოს, სხვა მხრიდანაც მოდის ეს პრობლემა, ეს დაძაბულობა და ყველაფერი. არ ვიცი, მაგრამ არასასიამოვნოა.

ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, ასე ადვილად არ შეიძლება. ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც უნდა დაფიქრდეს და რაც მთავარია, ხელისუფლება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუ რა მოისმინა მან გიორგი ნაკაშიძის საქმეზე დაკითხული პოლიციელებისგან და რამდენად იყო ის დამაჯერებელი, დოლიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

„პოლიციელებისგან ნორმალური არაფერი მომისმენია. არ შეიძლება, 40 მეტრში ვიყავიო, კაცი ამბობს, არც მესმოდა რა იყოო, მეორე ამბობს, 10 მეტრში ვიყავიო, იქ ისეთი ამბავი იყო, ამ ხმაურში, როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე, რა ხდებოდა და მაინც და მაინც გაიგონო ყველაფერი. რაღაც არ მჯერა“, - განაცხადა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ