„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო

„ბიბლუსის“ ქსელში სრულ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფმა“ მასშტაბური საახალწლო ფესტივალი გააუქმა, ამიტომ მომხმარებელს 2025 წლის საახალწლო კოლექციაზე განახევრებულ ფასს სთავაზობს. შეთავაზება 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ ეკონომიკასა და საზოგადოების განწყობაზეც აისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა მასშტაბური ღონისძიების ჩატარების საშუალებას არ გვაძლევს,“ – აცხადებს „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

საახალწლო კოლექციაზე შეთავაზება „ბიბლუსის“ მთლიან ქსელში მოქმედებს. რამდენიმე, ყველაზე დიდ ფილიალში კი სრული საახალწლო კოლექციის დათვალიერებაა შესაძლებელი. საახალწლო ფორმატით წარმოდგენილია შემდეგი ფილიალები:

თბილისი:

  • ა. მიშველაძის ქ. 4 (ვაკის პარკი, სამუშაო დრო: 10:00-23:00 სთ.)
  • ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 (სამუშაო დრო: 09:30-23:00 სთ.)
  • ს. კანდელაკის ქ. 7 (სამუშაო დრო: 09:30-22:00 სთ.)
  • ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 (სითი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
  • აღმაშენებლის გამზ. მე-16 კმ. (თბილისი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
  • შ. რუსთაველის გამზ. 2/4 (გალერია თბილისი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

ქუთაისი:

  • შ. რუსთაველის ქ. 4 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

ბათუმი

  • მ. აბაშიძის გამზ. და ვაჟა- ფშაველას ქ. კვეთა 52/16 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
  • შ. ხიმშიაშვილის 29 (ბათუმი გრანდმოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)

„ბიბლუსი ჯგუფი“ ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა საახალწლო ფესტივალისთვის. ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საახალწლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. თუმცა, სამწუხაროდ, მოგვიწია ჩვენთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ფესტივალი გაუქმდა. ჩვენი სურვილია, საახალწლო პროდუქცია მომხმარებელს მაქსიმალური ფასდაკლებით შევთავაზოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენიმე ფილიალი სპეციალურად ამ მიზნით საახალწლო პროდუქციით შეგვევსო. აღნიშნული ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, – აცხადებს „ბიბლუსის“ საოპერაციო დირექტორი სოფო გორდაძე.

შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი სხვადასხვა კატეგორიის საახალწლო პროდუქციას განახევრებულ ფასად შეიძენს. მათ შორისაა:

  • ნაძვის ხეები და სათამაშოები;
  • საახალწლო სოფელი, განათება და დეკორაციები;
  • დისკოს ბურთების, მაკნატუნებისა და კერამიკული ნაკეთობების კოლექცია და სხვა.

გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბის ბრენდების – Goodwill-ის, Christmas Inspiration-ის, GMC-ის პრემიუმ კლასის პროდუქციაზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს