EYE-ის პრეზიდენტი პაულ ჯენკინსონი - მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო, - ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (the European Young Engineers - EYE) პრეზიდენტი, პაულ ჯენკინსონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტს.

პაულ ჯენკინსონo განმარტებით, მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა, მიხვდა, რომ ეს ქვეყანა, თავისი ხალხით, მდიდარი და ამაყია.

„მადლობა უნივერსიტეტს და საზოგადოებას საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის, რომლებზეც წარვადგინე „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პლატფორმა, განვიხილეთ რეგიონში ახალგაზრდა ინჟინერთა სექტორის განვითარების გზები“, - აღნიშნა პაულ ჯენკინსონმა.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა. პაულ ჯენკინსონი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში EYE-ის პრეზიდენტთან შეხვედრებს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე