ჯიმ რიში - საქართველოსთან დაკავშირებით მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ - მოდით, დავიწყოთ

საქართველოში რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ჩნდებიან იმაში, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯიმ რიშმა კონგრესში განაცხადა, სადაც ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში.

„ეს არის სისასტიკე. ის მოიცავს წამებას, მოიცავს დაპატიმრებებს. ყველაფერს, რასაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ და გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ს სურს.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება - „ქართული ოცნება“ - სულ უფრო შემაშფოთებლად იქცევა, მათ შორის ახორციელებს მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და წამებას. მაგრამ არსებობს იმედი. ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი, მათ იციან ვინ არიან, სახელმწიფო დეპარტამენტმა იცის ვინ არიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის ვინ არიან ისინი. მაშ, მოდით, დავიწყოთ. ღრმად ვარ იმედგაცრუებული, რომ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ეს არ იქნება ტვირთი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ტვირთი დასანქცირებული პირებისთვის. არ მესმის, რატომ არ განხორციელდა ეს. არაკომპეტენტურობის ბრალია, სიზარმაცის, თუ სხვა რამის, მაგრამ არ გაგვიკეთებია. მე მინდა მოვუწოდო ადმინისტრაციას, რომ ჩაერთოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს: დაიცვას კანონი, რომელიც დავაწესეთ, ისარგებლოს შესაძლებლობით იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დავაწესეთ. ქართველ ხალხს არ სურს რაც იქ ხდება, არ სურს საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება. მათ სურთ დასავლეთისკენ ცქერა, უნდათ, იყვნენ ევროკავშირის, ნატო-ს ნაწილი. მოდით, დავეხმაროთ მათ, რაც შეგვიძლია მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა სენატორმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა