IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის  გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.

ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია