სახალხო დამცველი - პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, მათგან რამდენიმე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს არ შეესაბამება

საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცელის , ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან იოსელიანის განცხადებაში აღინიშნება, რომ რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, რაც ზოგადად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს და არ არის მისასალმებელი.

“რაც შეეხება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. მართალია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს წარდგენილი მოსაზრებები რეორგანიზაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს.

გარდა ამისა, მეორე მოსმენით განხილვისას წარმოდგენილ იქნა ახალი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად, მათი დანიშვნა მოხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება თავად საჯარო სამსახურის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამსახური. ამავე დროს ეს რეგულაციები გავრცელდება საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირების მიმართაც.

ამავე კვირას, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა შეკრება მანიფესტაციებზე ნიღბის ტარება. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს მსგავს შეზღუდვას, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის.

ასევე, ცვლილებები განხორციელდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ რომლის თანახმად, უკვე დადგენილი ცალკეული დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მნიშვნელოვანად გაიზარდა და რიგ შემთხვევაში დაწესდა დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს ინდივიდებისათვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს