ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები ლოზუნგებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”  მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ

ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ საპროტესტო აქციას ელექტრონული მუსიკის ფონზე მართავენ.

მუსიკოსებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” “ქლაბერები მოდიან” და ა.შ. ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საპროტესტო ბანერი, რომელზეც იმ ადამიანების ფოტოებია, რომლებიც თბილისში ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდნენ და ცემეს.

ისინი მალე საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და პარლამენტთან დიდ აქციას შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია