ფსიქოლოგები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან

ფსიქოლოგები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა სფეროს წარმომადგენელმა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია.

“პროტესტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის რეგრესს. აუცილებელია, რომ თითოეული დარგის წარმომადგენელმა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ უღალატა კონსტიტუცია და გადაუხვია ყველა გზას”, - განაცხადა ფსიქოლოგმა, მერი გელაშვილმა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო