მერია - თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი იყრება: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში.

„დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს