აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, ჰერცი ჰალევისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს შეხვდა.

„ლიდერებმა მთელი რიგი რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება და სხვა სტრატეგიული საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, მაიკლ კურილა ისრაელში ვიზიტამდე იორდანიაში, სირიაში, ლიბანსა და ერაყში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს