ლევან მახაშვილი - ერთგვარი რბოლაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება - მაკრონის განცხადებაც ამას ემსახურებოდა

ერთგვარი რბოლაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება - მაკრონის განცხადებაც ამას ემსახურებოდა,- ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა.

მახაშვილის თქმით, საგარეო ჩარევა არჩევნებამდეც იყო და ეს პროცესი გრძელდება.

„ერთგვარი რბოლაა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება. მათ შორის გარკვეული ძალების დუმილიც ამაზეა გათვლილი - „თუ რამენაირად შევძლებთ და ხელისუფლებას დავაზიანებთ, კი ბატონო, თუ არადა რაღაც ეტაპიდან დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა”.

ეს განცხადებაც [მაკრონის] ამას ემსახურებოდა - დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევის და დამატებითი მუხტი რომ შექმნილიყო ამ პროცესთან დაკავშირებით. ვხედავდით, რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ საგარეო ჩარევის მიმართულებით და ეს პროცესი გაგრძელდა. რაც არ უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა არის ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი, რომ პასუხისმგებელი ვართ მშვიდობასა და სტაბილურობაზე და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ქმედებას”, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებულ ამ მიმართვაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს - ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება