ცესკოს თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი - გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, კოლეგიის 300 წევრიდან ხმა ყაველაშვილს 224-მა წევრმა მისცა.

„გაიმართა ცესკო-ს სხდომა, სადაც განიხილებოდა ხმების დათვლის, შედეგების დადგენისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხი, სადაც შედგა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საერთო ჯამში, საარჩევნო კოლეგია შედგებოდა 300 წევრისგან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილი არის 1 ბიულეტენი, 224 ხმა კი, მიეკუთვნა პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. გილოცავთ, ბატონო მიხეილ და გისურვებთ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ამით, ჩემო ძვირფასებო, საარჩევნო პროცესი დასრულებულია ერთი პროცედურის გამოკლებით, რომლის გათვალისწინებითაც შედგა სამი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ერთი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო ერთი კი, კანონით გათვალისწინებული წესით შეინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენის ნებართვით, შემაჯამებელ ოქმს გადავცემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამით საარჩევნო პროცესი დასრულებულია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო