რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო - ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო, ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აგრძელებს“, - წერს რასა იუკნევიჩიანე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია