ალექსანდრე ლუკაშენკო, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ

ალექსანდრე ლუკაშენკო, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ.

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გააძლიერებენ და გააფართოებენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასეთ ძლიერ საფუძვლებზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ახლა სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავაფართოებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნების და ხალხების კეთილდღეობას, ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას“, - აღნიშნულია ალიევის მისალოც წერილში.

მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

„თბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან როლში“, - წერს ფაშინიანი.

მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩიც ულოცავს.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გულწრფელი სურვილით, რომ წარმატებულად და წინდახედულად შეასრულოთ თქვენს წინაშე დაკისრებული საპატიო და პასუხისმგებელი მოვალეობები. დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებთ თქვენს მიმართ გამოვლენილ ნდობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ კეთილდღეობისადმი დაუღალავი ერთგულებით. იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალი რთული გამოწვევის წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მოწოდებული იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაზე“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ალექსანდრ ვუჩუჩი გიორგი ყაველაშვილს სერბეთში იწვევს.

„იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ გეპატიჟებით ეწვიოთ მეგობარ სერბეთს, რაც დამატებით იმპულსს შექმნის ჩვენი საერთო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია პრეზიდენტ ვუჩიჩის მილოცვაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს