დავით მათიკაშვილი - ქვეყანას უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს - ზურაბიშვილისთვის დროა, მოძებნოს ახალი სამსახური

ჩვენს ქვეყანას აწ უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სწორედ ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა, ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და მებრძოლი ადამიანი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია.

იგი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილი „კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ ანტიქართული ქცევებით დაზიანებულ“ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს იმ მოცემულობას, რაც, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი ანტიკონსტიტუციური და ანტიქართული ქცევებით მოახდინა საქართველოში. საპარლამენტო რესპუბლიკის სამართლებრივი რეგულაციების მხრივ ზუსტად ადეკვატური არჩევნების გზით მოხდა ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევა. მე ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ვუსურვებ მას წარმატებულ მსახურებას თავისი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წინსვლის, განვითარების, გამთლიანების და ევროპული მიმართულებით წარმატებული სვლის გზაზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, დროა ზურაბიშვილმა ახალი სამსახური მოძებნოს.

„როდესაც ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, კარგად ჩანს, რომ როგორც ზურაბიშვილი, ისე დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია, რეალურად საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემას ასახელებენ, იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია, რომელიც ერთი მხრივ „ქართულმა ოცნებამ“, მეორე მხრივ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, არის ის დემოკრატიული კონსტიტუციური დანაწესი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უნდა დაემორჩილოს. 1 200 000 ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, რომელმაც ირიბად მიხეილ ყაველაშვილს დაუჭირა მხარი და ლეგიტიმაციის პრობლემა უდგათ სწორედ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას.

ზურაბიშვილის და რადიკალების მცდელობა, მოჰპარონ ჩვენს საზოგადოებას და ბავშვებს ახალი წელი და შობა, მცდელობა, ქვეყანას მოჰპარონ ის მოცემულობა, რასაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მისი პრეზიდენტის სასახლეში შესვლა ჰქვია - ზურაბიშვილისთვის მართლაც დროა, მოძებნოს ახალი სამსახური, მან თავისი მოღვაწეობა ძალიან სამწუხარო ნოტებით დაასრულა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს