დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში­ დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა.

მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის", “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, “ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”.

“მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან. 30 წელზე მეტია ჩვენ ველოდებით აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ სეპარატისტებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, იმ დღიდანვე ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეგ ხელისუფლება ლეგიტიმური აღარ არის. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება.

კერძოდ, ხელოვანების მარში; დამკვირვებლების მარში; მარში - ESM-ელები ევროპისკენ; „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში; ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების მარში.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას