ტეის როიტენი - რეპრესიული ზომების გარდა, „ქართული ოცნება“ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი ტეის როიტენი საქართველოს პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო უფლებების სრული დარბევა მიდის.

„ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. გარდა რეპრესიული ზომებისა, რომელიც უკვე ვნახეთ, „ქართული ოცნება“ სტაბილურად, მაგრამ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ეს მოქმედება პირდაპირ ავტოკრატების სახელმძღვანელოდან ხორციელდება. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საჭიროა სანქციების დაწესება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს