კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრაზე - საქართველოსთან დაკავშირებით ერთი საკითხი იქნება სანქციები და მეორე - უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა

ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.

„ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, - აღნიშნა კაია კალასმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს