რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის ნებისმიერი ზომა უნდა იყოს კარგად აწონილი, კარგად გამიზნული, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება

რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებული მოვლენებით. ევროკავშირის პასუხთან დაკავშირებით ნებისმიერი ზომა უნდა იყოს კარგად აწონილი, კარგად გამიზნული, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, უჭერს თუ არა რუმინეთი მხარს პერსონალურ სანქციებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტას დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა.

„ეს არის დღეს განხილვის საკითხი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე დღეს“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს