მარგუს ცაჰკნა - არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა

არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ესტონეთმა სასანქციო სიაში დამატებით 14 პირი, მაღალი დონის თანამდებობის პირი შეიყვანა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ მივაღწიოთ იმ დონეს, რომ შევძლოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების აკრძალვა, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათ გვერდითაა, მაგრამ იქნება შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ესტონეთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, მარგუს ცაჰკნამ უპასუხა: „ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და იმედი მაქვს ევროკავშირიც“.

„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ევროკავშირში გაწევრიანების სხვადასხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით. ევროპის მხრიდან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ: ვიზალიბერალიზაცია, დაფინანსება, ყველაფერი, რისი დაპირებაც გავეცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იცრუეს. მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და ასევე ჩვენ. ასე რომ, არის შედეგები, რა თქმა უნდა ქართველ ხალხს და ნებისმიერ ერს, უფლება აქვს, მშვიდობიანად იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და, რა თქმა უნდა, ვუჭერთ მხარს, მაგრამ დღეს შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ უკვე შეჩერებულია, დაფინანსება ასევე შეჩერებულია. საკითხი რომელიც დგას, არის, დავუწესებთ თუ არა სანქციებს პიროვნებებს, უვიზო რეჟიმის გაუქმება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის, იმედი მაქვს იქნება“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს